თბილისში კიდევ ერთი აფთიაქი გაიხსნა - "ჩვენი აფთიაქი" 
 პატარა უბნის აფთიაქი, რომელმაც მოკლე დროში დიდ წარმატებას მიაღწია! რამაც ჩვენი ყურადღება მიიპყრო. 
 დღეს, ვესტუმრეთ აფთიაქს და გავესაუბრეთ ქალბატონ შორენა ბარბაქაძეს. ადამიანს, რომელმაც დაარსა "ჩვენი აფთიაქი"
 გთავაზობთ მოკლე ინფორმაციას აფთიაქის შესახებ და ინტერვიუს შორენა ბარბაქაძესთან.


- გამარჯობა, ქალბატონო შორენა! მადლობას გიხდით, რომ დაგვთანხმდით ინტერვიუზე.
-მოგესალმებით, მადლობა თქვენ დაინტერესებისთვის. პირველ რიგში მადლობა თქვენ, რომ ინტერვიუს საშუალებით მეძლევა შესაძლებლობა ვისაუბრო ამ აფთიაქთან დაკავშირებით!

- როდის დაისახეთ მიზნად აფთიაქის გახსნა და რა იყო ამის მოტივი?
- დიდი ხანია რაც მინდოდა, რომ მქონოდა ჩემი საკუთარი აფთიაქი, გარდა ამისა ეს გადაწყვეტილება იქიდან გამომდინარეც მივიღეთ, რომ ეს სფერო საკმაოდ აქტუალური და მოთხოვნადია ქართულ ბაზარზე. ამ აფთიაქის დაარსებაში ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის ჩემს ოჯახს, რის გამოც ძალიან დიდ მადლობას ვუხდი მათ!

- რამდენი ხანია რაც აფთიაქი არსებობს?
- სიმართლე გითხრათ ჩვენი აფთიაქი არის ჯერ დამწყები, იქიდან გამომდინარე, რომ ჯერ სულ რაღაც 6 თვეა რაც, "ჩვენი აფთიაქი" დაავარსეთ. დიახ ჩვენ ვართ დამწყებები, მაგრამ ძალიან დიდი და ამბიციური მიზნებით!

- ამ ჟამად რამდენი ფილიალისგან შედგება "ჩვენი აფთიაქი"?
- ჯერ მხოლოდ ერთი ფილიალი გვაქვს გლდანში, ქერჩის N12 - ში, თუმცა ძალიან მალე ვხსნით მეორე ფილიალსაც, ამეტაპზე ჯერ ვართ გახსნის პროცესში და ვგეგმავთ, რომ "ჩვენი აფთიაქი" იყოს ქსელური აფთიაქი ჩვენს დედაქალაქში.


- შეგიძლიათ მოკლედ გვითხრათ, თუ რით განსხვავდება ეს აფთიაქი სხვა აფთიაქებისგან?
- მე ყველა ქსელურ აფთიაქს დიდ პატივს ვცემ და რათქმაუნდა მათი საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, თუმცაღა მათგან ეს აფთიაქი განსხვავდება მომსახურებით და გარემოთი. მე ვგულისხმობ იმას, რომ ჩვენს აფთიაქში არ არის ეგრედწოდებული "რობოტისეული" მომსახურება, ანუ ეს აფთიაქი მერწმუნეთ, რომ მართლა ჩვენი აფთიაქია, ყველას აფთიაქი, სახელიც ამიტომ დავარქვით - "ჩვენი აფთიაქი". ჩვენთან არის ძალიან თბილი მომსახურება, რასაც ხშირად აღნიშნავენ ჩვენი მომხმარებლები და აგრეთვე ჩვენ ვცდილობთ ადგილზეც გავუწიოთ მათ დახმარება ეს იქნება ნემსის გაკეთება წნევის გაზომვა თუ სხვა რამ.... ფასებს რაც შეეხება გვაქვს ძალიან მინიმალური ფასები და აგრეთვე მომხმარებლებს ყოველ თვე ვთავაზობთ სხვადასხვა სახის აქციებს!

- როგორც ვიცით აფთიაქში სხვადასხვა სახის პროდუქციაა განთავსებული და მაინტერესებს კონკრეტულად რას თავაზობთ მომხმარებლებს?
- დიახ ჩვენს აფთიაქში, გვაქვს როგორც ფარმაციის, ისე პარაფარმაციის და საკანცელარიო ნივთების კუთხე.აგრეთვე ჩვენ პენსიონერებზე გვაქვს განსაკუთრებული ფასდაკლება, ყველანაირ სახის პროდუქციაზე -15%-ანი ფასდაკლება.

- შეგიძლიათ გვითხრათ რას ნიშნავს ეს აფთიაქი თქვენთვის?
- ეს აფთიაქი ჩემთვის არის საქმე, რომელიც სულ მინდოდა. წარსულის მიზანი, დღევანდელი დღის ახდენილი ოცნება და მომავლის გარანტი.

- ძალიან დიდი მადლობა, რომ დაგვითმეთ დრო და მოგვაწოდეთ ინფორმაცია აფთიაქთან დაკავშირებით!
- მადლობა თქვენ! ჩვენ ვზრუნავთ შენს ჯანმრთელობაზე!გააკეთე ჩვენთან სწორი არჩევანი და იყავი ბედნიერი!





Comments